Wednesday, July 14, 2010


პროექტის სახელი: გეომეტრიული ფორმები ქართულ ხუროთმოძღვრებაში.
მიზანი:–გეომეტრიული ფიგურების კონუსი, ცილინდრი,პრიზმა, პირამიდა, მართკუთხედი, კვადრატი და ა.შ. გაცნობა. ამ ფიგურების თვისებები და რაოდენობრივი მახასიათებლების განხილვა. პრაქტიკაში მათი გამოყენება და გარკვევა თუ რომელი გეომეტრიული ფიგურა გამოიყენება მათი მშენებლობისას. რა დანიშნულება აქვს ამ ფიგურებს ქართულ ხუროთმოძღვრებაში.
პროექტის სრული აღწერა: გეომეტრიულ ფიგურებს დიდი გამოყენება აქვს ქართული ხუროთმოძღვრების მშენებლობაში. იყენებენ როგორც ბრტყელ ფიგურებს, ასევე სივრცულ ფიგურებს. ხუროთმოძღვრებაში გეომეტრიულ ფიგურებს იმიტომ იყენებენ,რომ ისინი ტაძრების სილამაზეს ხელს უწყობენ. განსაკუთრებით სივრცულ ფიგურებს დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძრების გაფორმებაში, მაგალითად: გუმბათისათვის კონუსს იყენებენ და ტაძრის ყელისთვის ცილინდრს.
მოსწავლეთა ასაკი : XIIკლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს, შეაგროვებენ სურათებს და ჩაერთობიან აქტიურ მუშაობაში. ისინი შექმნიან ნახაზებს და ბლოგებს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მონაცემების შეგროვება, კვლევა ძიება. მასალის კომპიუტერული დამუშავება. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევები.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები შეძლებენ გაზომვებთან, გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრას, დაეხმარებიან სხვებს მსგავსი საკითხების გადაწყვეტასი.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არიან
პროექტის ფასილიტატორი: ეკატერინე ნატროშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ekaterine.natroshvili@gmail.com